პუბლიკაციები
საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ბედნიერია.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. Twitter-მა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა.