აქტუალური
საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება დაიწყო (ვიდეო)

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების საწყისი დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ პარტნიორებთან შეჯერდება. Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება.

მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.