საზოგადოება
სერგეი შამბა ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

sergei_shamba4როგორც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა „ინტერფაქსს“, შესაძლოა, მან კენჭი იყაროს 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

„არ გამოვრიცხავ, მონაწილეობა მივიღო აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში“, – განაცხადა მან.

მეორე პოტენციური კანდიდატი რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბია, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს განცხადებას კენჭისყრის თაობაზე, რაც ივნისში ოფიციალურად დაიწყება კანდიდატების რეგისტრაცია.

„ამ პოსტზე ჩემი და ანქვაბის პრეტენდენტობის შესაძლებლობა არსებობს. თუ ჩვენ ორივე წავალთ არჩევნებზე, შეიძლება იმის გარანტირება, რომ თითოეული ჩვენგანი აღიარებს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს და ეს არჩევნები მეგობრული იქნება“, – განაცხადა შამბამ.