რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დღეს საქართველო არის შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხვალ კი ისინი დაეხმარებიან საქართველოს რუსეთთან, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების დალაგებაში

   სომხური მედია უკვე მეორე დღეა მთხოვს კომენტარს - აქაოდა, რატომ ჩამოფრინდა მოულოდნელად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სასაუბროდ, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამმხრივ შეხვედრამდე, ხოლო სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ შეხვედრის შემდეგ დაურეკა ქართველ კოლეგას, რათა ყველაფერი დეტალურად მოეყოლა?

   მაგრამ ეს ხომ არის არა შეკითხვა, არამედ უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია, ჩვეულებრივი ინფორმაციაა? ამასთან, სამი კავკასიელი ლიდერი, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებისგან განსხვავებით, არ ამხელს დახურული შეხვედრების/საუბრების დეტალებს, ამიტომ ქართულმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მედიამ იციან ერთი და იგივე, ანუ „მშრალი“ ოფიციალური ინფორმაცია, მეტის გაგება პრეზიდენტმა-რეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ვერ შეძლო, როგორ არ ეცადა.

   ასევე გაუგებარია რაში ხედავენ ჩვენი სომეხი კოლეგები „ინტრიგას“, თუკი მათი ფორმულირებით, „ერევანი და ბაქო თბილისთან კონტაქტზე სოჭამდე და მას შემდეგ გავიდნენ“. მათ შევახსენებ, როგორ განახორციელა პრემიერმა ღარიბაშვილმა ვიზიტები ერევანსა და ბაქოში, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს აღდამის რაიონში დანაღმული ველების რუქა გადასცა. ასე რომ, არც მაშინ და არც დღესსამხრეები არავის დაცვივდა“ და თავიც დამცირებულად არავიუგრძნია – არც ღარიბაშვილს, არც ფაშინიანდა არც ალიევს. თავად ღმერთმა ინება, რომ საქართველო შუამავალი ყოფილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რადგან სამხრეთ კავკასიაში სხვა არავინაა - ვის უნდა დალაპარაკებოდნენ ალიევი და ფაშინიანი, თუ არა ღარიბაშვილს?! სომხეთი და აზერბაიჯანი, ორივე ქვეყანა სასიცოცხლოდ დაინტერესებულია საქართველოს გავლით ტრანზიტით, სომხეთი - სატრანსპორტოთი, ტვირთის ტრანსპორტირებით, ხოლო აზერბაიჯანი - ნახშირწყალბადების ტრანზიტით მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენებით თურქეთში და იქიდან - ევროპაში. ეს არის სამი მეზობელი ქვეყანა და სამი ხალხი, მაგრამ მათ აქვთ ერთი ბედი და საერთო პრობლემები. ისევე როგორც ბრწყინვალე პერსპექტივებიც - ვგულისხმობ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების მიწოდება მოხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ასევე რუსეთიდან კავკასიური რკინიგზის გახსნის შესაძლებლობას საქართველოს გავლით სომხეთამდე.

   ალიევი და ფაშინიანი კავკასიელები არიან, ისევე როგორც ღარიბაშვილი, და, მაშასადამე, აქ თავმოყვარეობის პროცენტი საშუალოზე მაღალია. სწორედ ამისთვის არის საჭირო შუამავლები - როგორც ჩხუბის შემდეგ ადამიანებს შორის ურთიერთობაში, ასევე სახელმწიფოებს შორის პოლიტიკაში. პუტინის წინაშეც კი, ისინი სიამაყისა და პრინციპებიგამო, შეიძლება კომპრომისზე არ წავიდნენ, მაგრამ ქართველი ღარიბაშვილი კი - სულ სხვა საქმეა, შეგიძლია მას გული გადაუშალო, ათა მან მხარეებს პირობები/განზრახვები ულტიმატუმების და პოზების გარეშე, საქმიანად გადასცეს. დადებითი შედეგის შემთხვევაში საქართველო ხდება არა მხოლოდ შუამავალი, არამედ გარანტიც, რადგან პასუხისმგებელია ორივე მხარის დაპირებებსა და შემდგომ ქმედებებზე. და თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, იგი არ თავისუფლებს თავს უზარმაზარ პასუხისმგებლობისგან, რადგან მხარეებმა პირობები გაცვალეს მისი მეშვეობით და არა პირდაპირ.

   „ხელი ხელს ბანს “: დღეს საქართველო შუამავალია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხვალ კი ისინი დაეხმარებიან - ხელს შეუწყობენ საქართველოს რუსეთთან, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების დალაგებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთის მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენენ სომხები, რამდენი აფხაზი - მოჰაჯირი ცხოვრობს თურქეთში და სამშობლოში დაბრუნება სურს და რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ გადის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2012 წლის 8 ნოემბერი
საქართველო, თბილისი