აქტუალური
კელი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი ფოკუსირებულია ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მუქარის გათვალისწინებით

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი წელს ფოკუსირებულია რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ახალ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

მოხარული ვართ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის თანასპონსორები გახლავართ, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას. მიმდინარე წელს ის არის ფოკუსირებული შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროული იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში.

ამ ღონისძიებაზე შეკრებილი არიან სამთავრობო უწყებები და სხვა დაინტერესებული მხარეები ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და იმისთვის, რომ იყვნენ მზად ნებისმიერი სახის სერიოზული მოვლენის შემთხვევაში რეაგირებისთვის. ეს არის ღონისძიება, რომლის თანასპონსორებიც ჩვენ შვედეთის რადიოლოგიის სააგენტოსთან ერთად, ასევე სამოქალაქო თავდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ვართ. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ეს არის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შავი ზღვის რეგიონში ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.