საზოგადოება
იან ლიპავსკი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ყოფნა, ჩვენ ამას მტკიცედ ვუჭერთ მხარს

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას“.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ყოფნა, რასაც მტკიცედ უჭერენ მხარს.

„ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური. სხვა მხრივ, ხმამაღლა ვაუბრობ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირში, იყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე.