უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების შემდეგ მაცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დიდი ოცეულის“ სამიტიდან დაბრუნებისას გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული.

ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

1tv.ge