პოლიტიკა
დევიდ კრამერი საქართველოს წინააღმდეგ

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. დევიდ კრამერი საქართველოს წინააღმდეგ - ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე ითხოვს.

კრამერი ამბობს, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მმართველი გუნდის შეფასებით, დევიდ კრამერის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო.