საზოგადოება
პარლამენტის დღევანდელი სხდომა „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვით დაიწყო

nugzar-tsiklauri„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფი ტრიბუნიდან უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა წაიკითხა.

„დღეს დილიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გრძელდება „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონი. ჩვენ უკვე წავიკითხეთ ნაწარმოები თამარაშენში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მსურს ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს. რუსთაველის ზნეობრივი სიყვარული, მოყვასისთვის თავდადების იდეალი დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის და სწორედ ეს იდეალი განაპირობებს ქართული სახელმწიფოს ძლიერებასაც. რადგან დღეს საქართველოში კითხულობენ „ვეფხისტყაოსანს“, მსურს, ჩვენი პარლამენტიც შეუერთდეს ამ საჯარო კითხვას“, – განაცხადა წიკლაურმა.