აქტუალური
პრეზიდენტი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თავდასხმებს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თვდასხმებს, რაც „მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ, ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს“.

„ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა“, – დაწერა სლომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე და დასძინა, რომ „საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა.

რუსეთის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად, უკრაინას ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს. სააგენტო „როიტერმა“ გუშინ დაწერა, რომ კიევის მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ავიაირეშების გაგრძელებისთვის მოემზადონ და საკვები, წყალი და თბილი ტანისამოსი მოიმარაგონ.