საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.