რელიგია
გარეგინ II ვიზიტი საქართველოში ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის გარეშე დასრულდა

komunike2საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის – www.apsny.ge – ცნობით, ქართული და სომხური ეკლესიების ერთობლივ კომუნიკეს (რომლის პროექტიც საქინფორმმა უკვე გააცნო თავის მკითხველს 2011 წლის 12 ივნისს) ხელი არ მოეწერა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) იტყობინება, ამ მიმართულებით მუშაობა და პოზიციების შეჯერება გრძელდება. ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, თითქოსდა კომუნიკეს ხელმოწერაზე უარი ეთქვა სომხურ წარმომადგენლობას და აღნიშნა, რომ პოზიციები ორივე მხარემ უნდა განსაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერა იგეგმებოდა საქართველოში ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის – გარეგინ მეორეს – ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც მიმდინარე წლის 16 ივნისს დასრულდა.