პუბლიკაციები
ჯარიმები პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - ისეთივე, როგორც გერმანიაში (ადვოკატი კახაბერ როდინაძე - სპეციალურად საქინფორმისთვის)

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნების აგენტებს, თავის თავს ე.წ. ”შემოქმედებითი პროფესიის” წარმომადგენლად რომ ნიღბავენ, უყვართ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა და ხალხის ქონების მითვისება, შესაბამისად, უყვართ ქართული სახელმწიფოს დამცველი ქართველი პოლიციელების შეურაცხყოფა, თან, ოი "სასწაული", უყვართ გერმანიის სამაგალითო ნიმუშად გამოცხადება, არიქა, (ამერიკის მიერ ოკუპირებულ) გერმანიაში "სამართლებრივი სახელმწიფოა", პოლიციელის შეურაცხყოფისთვის სასწაული ჯარიმებიაო, ჰოდა, ამ ე.წ. ”შემოქმედებითი პროფესიის” წარმომადგენლების თვალთმაქცური აფერისტობის გათვალისწინებით, ჩვენ, ქართველი ხალხის უმრავლესობა, ვითხოვთ საქართველოში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ისეთივე ჯარიმების დაწესებას, როგორც გერმანიაში არის, კერძოდ:

სულელო ძროხა - 300 ეკვივალენტი ლარებში;

დებილო ღორო - 450 ეკვივალენტი ლარებში;

ასოციალურო! - 550 ეკვივალენტი ლარებში;

როგორც ვატყობ, მზემ ტვინი გამოგიწვა - 600 ეკვივალენტი ლარებში;

პოლიციელისადმი შენობით მიმართვა - 650 ეკვივალენტი ლარებში;

თითის საფეთქელთან დატრიალება - 750 ეკვივალენტი ლარებში;

ონანისტო! - 1000 € ეკვივალენტი ლარებში;

იდიოტო! - 1500 ეკვივალენტი ლარებში;

ბოზო! - 1900 ეკვივალენტი ლარებში;

ნეხვის გროვავ! - 2500 ეკვივალენტი ლარებში;

ბებერო ღორო - 2500 ეკვივალენტი ლარებში;

შუა თითის ჩვენება - 4000 ეკვივალენტი ლარებში;

აგრეთვე, ფულად ჯარიმასთან ერთად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით; თუ შეაფურთხა კიდევაც, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე. თან, შეგვიძლია ჩვენიც დავამატოთ, ქართული, თუ კანონდამრღვევი არის პოეტი, მწერალი და სხვა .. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელი, მაშინ, დამატებით, სხვა სასჯელთან ერთად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე.