რელიგია
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადებიდან 90 წლისთავსა და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს.

უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლსობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით.

ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენი ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.

ვლოცულობთ ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად „საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს „ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ.

გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით“, – ნათქვამია თეოფილე მესამის წერილში.