საზოგადოება
„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ მუშაობას აგრძელებს

qart-afxazuri-ojaxebiსაქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ (ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი) – რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გააგრძელა საქმიანობა გამყოფ ხაზებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენასთან დაკავშირებით.

ამ მიზნით ზუგდიდის რაიონის ენგურსგაღმა მდებარე სოფელ განმუხურში მოეწყო ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახებიდან ნათესავების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მთავრობამ უნდა შეუწყონ ხელი. საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში (განმუხურში, ხურჩაში) სავაჭრო ცენტრების მოწყობის თემებსაც, სადაც აფხაზეთის მოსახლეობას ქართველებთან ერთად ვაჭრობისა და ბიზნესსაქმიანობის განვითარების შესაძლებლობა მიეცემა“.