აქტუალური
კალიფორნიაში, მონტერეის პარკში სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ადამიანები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:20 საათზე მოხდა.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცია. უცნობია, არის თუ არა ეჭვმიტანილი დაკავებული.