პუბლიკაციები
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა არჩევანი ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. „ვაფიქსირებთ, რომ ერევანში, CSTO-ს მისიის მიმართულებაზე მუშაობის ლოგიკური დასასრულის გარეშე, ამჯობინეს არჩევანის გაკეთება ევროკავშირის სასარგებლოდ. ევროკავშირის მცდელობამ, ნებისმიერ ფასად მოიკიდოს ფეხი სომხეთში, შეამციროს რუსეთის საშუამავლო ძალისხმევა, შესაძლოა ზიანი მიაყენოს სომხების და აზერბაიჯანელების ფუნდამენტურ ინტერესებს რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისკენ დაბრუნების მისწრაფებებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთშაბათის განცხადებაში სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის შექმნის შესახებ.