პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დასავლეთის ნდობა არ შეიძლება, საქართველო დასავლეთისგან მობოდიშებას ელის!

   ამერიკული ჯარები გერმანიაში საოკუპაციო ძალები არიან, განაცხადა პუტინმა სტუდენტებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ საბჭოთა კავშირმა გააფორმა ამ საოკუპაციო სტატუსის დასრულება, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა - არა. მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა საოკუპაციო ჯარები გერმანიაში ჩემმა თანამემამულემ, ქართველმა სტალინმა შეიყვანა და იქიდან ასევე ჩემმა თანამემამულემ, ქართველმა შევარდნაძემ გამოიყვანა, რაც დიდი შეცდომა იყო. იმიტომ, რომ ამერიკული საოკუპაციო ჯარები გერმანიაში დარჩნენ (ევროპაში აშშ-ის 7 გარნიზონიდან 5 ერმანიაშია) და ის დღემდე მაინც ოკუპირებული - არა სუვერენული ქვეყანაა. "სამაგიეროდ" გერმანული "ლეოპარდები" 82 წლის შემდეგ კვლავ უკრაინაში ესვრიან რუსებს, რაც შეუძლებელი იქნებოდა, 1994 წელს რუსული ჯარების დასავლეთის ჯგუფს გერმანია რომ არ დაეტოვებინა. გამოდის, სტალინი, რომელიც არ ენდობოდა დასავლელ მმართველებს, მართალი იყო, შევარდნაძე კი შეცდა, რომ დასავლელ პარტნიორებს სიტყვაზე ენდო და ხელწერილი არ აიღო - გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ ნატო აღმოსავლეთში არ გაფართოებულიყო!

     წარსული მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლი მოსკოვი დღეს საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელწერილს ელის, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ ენდობა საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის შემდეგ არ ენდობა დასავლეთს - ხომ არ დაესხმებიან თავს ნატოს ქვეყნები, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარები დატოვებენ აფხაზეთსდა ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც მანამდე ავსტრია და გერმანია დატოვეს? აქ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმულას - არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, რომელიც ჩაანაცვლებს ძველს - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.

ნდობა“ მართლაც ძნელია: საქართველოს არ მოუსმენია ბოდიში იმის გამო, რომ ნატოში არ მიიღეს, თუნდაც როგორც წევრობის კანდიდატი, სამაგიეროდ, აიძულეს ებრძოლა ერაყსა და ავღანეთში. საქართველოს არ მოუსმენია განმარტება, თუ რატომ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ყველა ასპექტში (დემოკრატია, უფლებები და თავისუფლებები, ინსტიტუციური რეფორმები) მისგან ჩამორჩენილ უკრაინასა და მოლდოვას, მას კი - არა. თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე წელსაც უარს ეტყვიან, მაშინ დასავლეთი დაკარგავს მეორე და უკანასკნელ, ნატოზე უარის შემდეგ, „ღუზას“, რომლითაც ის ჯერ კიდევ აკავებს საქართველო. მაგრამ ეს უკვე აღარ არის „მოკლე ლაგამი“, როგორც ბრიუსელსა და ვაშინგტონს ეჩვენება, საქართველომ უკვე იგრძნო, რომ დასავლეთს ის გაცილებით მეტად სჭირდება, ვიდრე მას - დასავლეთი! დღეს ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებს აიგივებენ ბებერ მარაზმატიკ ბაიდენთან, რომელიც თავის ავტომანქანაში სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს ინახავს, ხოლო ძველ ევროპას - 59 წლის ტრანსგენდერთან, რომელიც ყინულზე ეცემა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე!

და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ჯერ არ მოუსმენია ვაშინგტონისგან ბოდიში ამერიკელი მარიონეტი სააკაშვილის გამო, რომლის გამოც საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზები და ოსები, ანუ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ათასობით მოკლულ და წამებით დახოცილ საქართველოს მოქალაქესთან ერთად! ზეგ, 3 თებერვალს, პრემიერ ჟვანიას დაღუპვის მე-18 წლისთავია. რატომ მალავს დღემდე სიმართლეს და ხელს აფარებს სააკაშვილს აშშ, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია ურთიერთდაკავშირებული მკვლელობების/თვითმკვლელობების სერიის შესახებ - ზურა ჟვანიასა და მასთან ერთად მოკლული საკანცელარიის ჩინოვნიკიუსუპოვის, ჟვანიას აპარატის თანამშრომელი ხელაშვილის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი სამხარაულისა და პოლიციელი მჭედლიშვილის, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩაჩუასი? ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა ენდო დასავლეთს?! როგორ უნდა ენდო დასავლეთს მის მერე, რაც ნაქებმა შვეიცარულმა ბანკმა მიითვისა ბიძინა ივანიშვილის 600 მილიონი დოლარი და დაბრუნება არ სურს იმის გამო, რომ საქათველომ არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინაარმდეგ?!

   რაც შეეხება „თანამშრომლობას“: დიახ, საქართველო კვლავაც შეეცდება მაქსუმალურად გაოიყენოს თავისი სტატუს-კვოს სარგებელი, ანუ ევროკავშირთან ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, ერთი მხრივ, და ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის, მეორე მხრივ (ივნისში გაუქმნდება ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ახლო მომავალში კი აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან). საქართველოს სურს დარჩეს მიმზიდველ ბიზნეს-პლატფორმად ყველასთვის, მათ შორის - რუსეთის მოქალაქეებისთვის და მიაწოდოს თავისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. საქართველოს სულაც არ სურს უარი თქვას რუსეთიდან ფულად გზავნილებზე, მილიონიან ქართულ დიასპორაზე, და ასევე უარი თქვას რუსეთზე, როგორც მარცვლეულის ერთადერთ მიმწოდებელზე, რა არის ამაში გასკვირი? რაც შეეხება ლავროვის მიერ ნახსენებ თანამშრომლობას კავკასიურ პლატფორმაზე“ 3+3, აქ ახალი პრობლემა გაჩნდა - საქართველოს მიზიდვა უფრო იოლი იქნება, ვიდრე სომხეთის შენარჩუნება...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 1 თებერვალი
საქართველო, თბილისი