უცხოეთი
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

შემთხვევის დროს მეჩეთში 300-დან 400-მდე სამართალდამცველი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.

როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს.

მოძრაობა „თალიბანმა“ ფეშავარში თავდასხმასთან კავშირი უარყო.

1tv.ge