აქტუალური
2022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური შიდა პროდუქტი (მშპ) 11%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.

ამავდროულად, 2022 წელს ეკონომიკა საშუალოდ 10.1%-ით გაიზარდა.