აქტუალური
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი დანიშნა.

კარაბალისი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელი თავისი მანდატის განხორციელებას 2023 წლის პირველი თებერვლიდან შეუდგება. კარაბალისის დანიშვნის გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო.