აქტუალური
ვოლოდიმირ ზელენსკი: საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?”, - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან”, - თქვა ზელენსკიმ.