პოლიტიკა
ბურჯანაძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

burdjanadze923-24 ივნისს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ევროპული ტურნეს პირველი ეტაპის ფარგლებში ბრიუსელში გასამართი შეხვედრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებამ „სახალხო კრების“ მოთხოვნებისა და 21-26 მაისსა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს“.

ნინო ბურჯანაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის რეისით დღეს გამთენიისას გაემგზავრა.