აქტუალური
კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის - ნედ პრაისი

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულები არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს საკუთარ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად ყალბია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, აქვს ფესვები ანალოგიურ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.