საზოგადოება
„ტორპედო“ ახალგაზრდების გარეშე
torpedos-fotoსაქინფორმის ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედო“ შეკრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების – გიგაურის, საბანაძისა და კემუხტაშვილის, გარეშე გაემგზავრება. ამ სამ ფეხბურთელს კი სხვადასხვა ქართულ კლუბში უპირებენ გადანაწილებას. სახელდება „ბაია“, „დილა“ და „კოლხეთი“.  ლაშა კემუხტაშვილთან დაკავშირებით ბელგიური „ბეერსხოტის“ ვარიანტიც გამოიკვეთა. კემუხტაშვილი და გიგაური „ტორპედოს“ ბოლო მწვრთნელის – გია გიგატაძის დიდი სიმპათიით მაინცადამაინც ვერ  სარგებლობდნენ, რის გამოც განაცხადს მიღმა ხშირად რჩებოდნენ. რამდენიმე თამაშზე გიგატაძეს ტრიბუნიდან საჯაროდაც კი მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა თასის გათამაშების შემდეგ მას გუნდი დაატოვებინეს. რაც შეეხება ზემოდასახელებულ ფეხბურთელებს, სურვილის მიუხედავად, ისინი კლუბს დატოვებენ, მათი ადგილი კი ახალი მწვრთნელების – კიკნაძე-ზამთარაძის – „ფავორიტებმა“ უკვე დაიკავეს.
განხორციელებული ტრანსფერებიდან გამომდინარე, კლუბში საშუალო ასაკი 30 წელია. ამ ფაქტმა ქუთაისელი ქომაგის განრისხება გამოიწვია. სხვადასხვა სპორტულ ფორუმზე გულშემატკივრები ერთმანეთს ორგანიზებისკენ მოუწოდებენ – ხელმძღვანელობამდე მიიტანონ ხმა, რომ მხოლოდ ასაკიანი ფეხბურთელებით წარმატებას ვერ მიაღწევენ და პერსპექტიული ახალგაზრდებიც საჭიროა.