საზოგადოება
საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან მოგვაგონებს კიევის „მაიდანს“, „უცხო აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გარშემო შექმნილი ვითარება მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობის დასაწყებად - ლავროვი

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოში მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. ვითარება „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის გარშემო იყო მხოლოდ საბაბი ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის მცდელობის დასაწყებად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის სულ რაღაც 20%-უცხოურ დაფინანსებიდან იღებენ, იყო საბაბი, რათა დაეწყოთ ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა თვალთმაქცურად შეაფასა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის გამონათქვამები საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ასეთივე ნორმებია, ამავე თემაზე ბევრად უფრო მკაცრი ნორმებიც არსებობს, ბატონი ბორელი თვალის დახამხამების გარეშე აცხადებდა, რომ კანონი, რომელიც მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაში წამოაყენეს, ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. მოკლედ, პირფერობა სახეზეა“.

ლავროვის თქმით, დასავლეთს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს საქართველოსა და მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.

საქართველოში ოპოზიციისთვის არათუ ნებადართულია, არამედ ვალდებულია, გააკეთოს ის, რაც სურს. მოლდოვაში კი პროტესტი მოქმედი ხელისუფლების მიმართ იგმობა, რადგან საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი – სხვა ინტერესებს, ხოლო დასავლურ ინტერესებს მთავრობა და პრეზიდენტი ასახავენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, საქართველოში მოვლენები გარედან „ორკესტრირებულია“.