უცხოეთი
სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკებას გეგმავს

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იქნება.

1tv.ge