უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს მიმართა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება მოახდინოს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

„მჯერა, ფინეთის გაწევრიანებით ნატო გაძლიერდება და ამით აქტიურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მოლაპარაკებებს განაგრძობს შვედეთთან.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე. როგორ წარიმართება პროცესი, პირდაპირ იქნება დაკავშირებული შვედეთის კონკრეტულ ნაბიჯებთან“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge