პოლიტიკა
ბათუმში დღეს ამერიკელ კონგრესმენთა მორიგი დელეგაცია ჩადის

dan_burtonდელეგაციას ამჯერად კონგრესმენი დენ ბარტონი ხელმძღვანელობს. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ ეს ამერიკელი კონგრესმენების რიგით მეხუთე ვიზიტია საქართველოში.

როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამერიკელი კონგრესმენების ინტერესს საქართველოში გატარებული რეფომები, დემოკრატიულობის კუთხით არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს და ისინი ამ თემებზე სასაუბროდ პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას შეხვდებიან.

„ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ ბრეიერმა, რომელიც საქართველოში კოლეგებთან ერთად რამდენიმე კვირის წინათ იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, კონგრესმენებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აღნიშნა კალანდაძემ.