საზოგადოება
ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.