პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ დემოკრატიული მმართველობა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

დღეს მოვახდინე ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვათ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”,- წერს ენტონი ბლინკენი.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.