პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ყოველთვის მზად ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რომ გავიზიარო მოსამართლეების წუხილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. თქვენ იცით, რომ მე პირადად, ჩვენი ხელისუფლება, მაქსიმალურად ვერიდებით რაიმე ფორმით ზედმეტ კონტაქტსაც კი და ჩვენ გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს, მაქსიმალურად გავქვს შემცირებული ეს კონტაქტები, შეხვედრები და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პრემიერი და მთავრობის მეთაური, ყოველთვის მზად არის, რომ მოისმინოს ინფორმაცია მოსამართლეებისგან.

თუ, რა თქმა უნდა, სურვილი იქნება და რაიმე კონკრეტულ საქმეს შეეხება, მე ყოველთვის მზად ვარ როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რომ მოვისმინო ინფორმაცია მოსამართლეებისგან, გავიზიარო მათი წუხილი და ამის შემდეგ ჩვენ დავიგეგმოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთად“,- განაცხადა პრემიერმა.