უცხოეთი
ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალურმა საბჭომ, რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩია

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალურმა საბჭომ, რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ ფადი ასლი აირჩია. რეგიონული ჯგუფი მოიცავს აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას.

რაც შეეხება საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალურ ქსელს, ის 12 000 პალატას და 46 მლნ ბიზნეს-ორგანიზაციას აერთიანებს მთელი მსოფლიოს გარშემო.

"რაც შეეხება ჩემს დანიშვნას რეგიონის თავმჯდომარედ, ეს რეგიონი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ირანს, ავღანეთსა და პაკისტანს. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა, რადგან ეს ახალ მასშტაბებს შესძენს ჩვენს საქმიანობას. მიხარია, რომ ჩვენმა მუშაობამ საქართველოს სავაჭრო პალატაში ამხელა გავლენა მოახდინა საერთაშორისო დონეზე. ახლა მე სხვა ქვეყნებში მოქმედი სავაჭრო პალატების საქმიანობასაც უნდა ვუხელმძღვანელო, რათა ისინი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდნენ. ცენტრალურ აზიაში ახალ სავაჭრო პალატებს გავხსნით და იქ ბიზნესს დავეხმარებით, რათა იმ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და შესაბამისად, ცხოვრების სტანდარტებიც ამაღლდეს." ამბობს ფადი ასლი.

mtavari.tv