უცხოეთი
მედია - ევროკომისია უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვას დათანხმდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ევროკომისია უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვას დათანხმდა, თუმცა ამ პროდუქტის ტრანზიტი დაშვებული იქნება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი იმპორტის ბლოკადას არ შეაჩერებს მანამ, სანამ მისი პირობები არ დაკმაყოფილდება.

„არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ქმედებებზე, რომლებიც ამ მომენტში განვახორციელეთ, თუ არ მივიღებთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლონელი ფერმერის უსაფრთხოებას, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობას, უკრაინიდან პოლონეთში პროდუქციის ნაკადს, ”- აღნიშნა ტელუსმა ლუქსემბურგში ევროკომისიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მანამდე ევროკომისია ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის აკრძალვას დასთანხმდა.

”ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა პროდუქტებზე. ამ ხუთის გარდა, გვსურს სიაში შევიტანოთ ფქვილი, თაფლი, შაქარი, რბილი ხილი (გაყინული), კვერცხი, ხორცი (განსაკუთრებით ფრინველი), რძე და რძის პროდუქტები, ასევე ვაშლის წვენი და ვაშლის კონცენტრატი“, - აღნიშნა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

interpressnews.ge