უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - აშშ-ის ხელმძღვანელობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცენდენტო დახმარება გაუწიეს

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცენდენტო დახმარება გაუწიეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტი უკვე გადაცემულია. ეს 1 550-ზე მეტ ერთეულ ჯავშანტექნიკას, 230 ტანკს და სხვა აღჭურვილობას ნიშნავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, ცხრა უკრაინული სატანკო ბრიგადა გაიწვრთნა და აღიჭურვა.

„ეს გააძლიერებს უკრაინის პოზიციას, რომ გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

1tv.ge