უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ფრონტზე მთავარი ბრძოლები მალე დაიწყება

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე მთავარი ბრძოლები მალე დაიწყება.

უკრაინელი მესაზღვრეების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული მიწა და უკრაინელი ხალხი რუსული ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფო საზღვრის სრული ხაზი – როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასაზღვრო ჯარების გმირობა, საიმედოობა, სტაბილურობა ძლიერად დაეხმარება უკრაინას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ გზაზე“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა „ფოლადის კორდონის“ მოიერიშე ბრიგადას და ყველა სასაზღვრო ქვედანაყოფს ბრძოლაში „ძალა და წარმატებები“ უსურვა.

1tv.ge