უცხოეთი
გერმანული მედიის ცნობით, აშშ-მა და გერმანიამ დახურულ კარს მიღმა ნათლად განაცხადეს, რომ არ სურთ რაიმე ვალდებულების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატო-ს 2008 წლის დეკლარაციას

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აშშ-მა და გერმანიამ ცოტა ხნის წინ დახურულ კარს მიღმა ნათლად განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატო-ს 2008 წლის დეკლარაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა კონკრეტული ვადები დასახელებული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მოუწოდა, რომ ივლისის სამიტზე გზა გაუხსნას უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას. ამ მიმართვას მხარი დაუჭირეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, კერძოდ, ლიეტუვამ, რომელიც მასპინძლობს ნატო-ს სამიტს.

გერმანული მედია წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ შეძლოს, დაარწმუნოს ნატოელი პარტნიორები, როგორიცაა შეერთებული შტატები, შეიცვალოს კურსი.

ამერიკის მთავრობაში არაერთხელ თქვეს, რომ უკრაინაში იარაღის შემდგომ მიწოდებას და სხვა სახის დახმარებას უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევენ არსებულ ვითარებაში, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს.

1tv.ge