უცხოეთი
უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზელენსკი და ნიინისტო განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში, ორმხრივ ურთიერთობებსა და შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას. სამუშაო სადილს დაესწრებიან ფინეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგვიანებით პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინულ-სკანდინავიურ სამიტში, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები.

ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესრულებაზე. ზელენსკი ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს.

1tv.ge