უცხოეთი
კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პენსილვანიის შტატში მცხოვრებ 49 წლის მამაკაცს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს წინ მიუძღოდა ტრამპის მხარდამჭერებს და პოლიციელებს დაესხა თავს. კერძოდ, მან სამართალდამცავების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა და სკამი ჩაარტყა.

rustavi2.ge