პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო.

დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში",-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

"ევროპის დღის" აღსანიშნავი ღონისძიება "ექსპო ჯორჯიაში" იმართება.

"ძალიან თბილად მოგესალმებით ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ჩვენ ვართ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ყველა მოწვეულია როგორც ახალგაზრდა ისე ასაკოვანი ადამიანები, დასწრება თავისუფალია. ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ აქტივობას დღის განმავლობაში. ამინდი მშვენიერია, განწყობა ჩინებულია. ჩვენ ყველა აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ევროპის დღე და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას შემოგვიერთდეთ ამ ღონისძიების აღნიშვნაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.