უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი ჯონ კენედის მკვლელობაში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ადანაშაულებს

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და თავისი ბიძის, ჯონ კენედის მკვლელობაში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ადანაშაულებს.

რობერტ კენედის თქმით, აშშ-ის დაზვერვის სამსახური მონაწილეობდა არა მხოლოდ ჯონ კენედის მკვლელობაში, არამედ დანაშაულის კვალის დაფარვაშიც.

„არსებობს აბსოლუტური მტკიცებულება იმისა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მონაწილეობდა მის მკვლელობაში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს საფუძვლიანი ეჭვის მიღმაა“, – განაცხადა რობერტ კენედიმ.

ჯონ კენედი დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა ლი ჰარვი ოსვალდმა ჩაიდინა, რომელიც მარტო მოქმედებდა.

1tv.ge