საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდამ რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ დაჩქარდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე“, – განაცხადა დუდამ.