რელიგია
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობდა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობდა, რომელსაც მიტროპოლიტი შიო ატარებდა.

პარაკლისის შემდეგ ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართა. პარაკლისი შესრულდა სამებაშიც.

ოჯახის სიწმინდის დღე, უკვე მეათე წელია, აღინიშნება.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.