აქტუალური
კელი დეგნანი: თუკი ადამიანები წესებს დაიცავენ, ისინი მიიღებენ ვიზებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სამწუხაროა, რომ „იმედმა“ კვლავ აირჩია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. ყოველ წელს ათასობით ქართველს ვიღებთ აშშ-ში, მათ შორის კულტურული და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რომელიც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას ირაკლი კობახიძის კომენტართან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკა აქვს.

გასულ თვეს, ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად. ასევე, გასულ კვირას ვიზა მიიღეს ქართველმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კონგრესის ბიბლიოთეკაში. ვიზის მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვიძლევით რეკომენდაციებს, როგორ არის შესაძლებელი ვიზების მიღება. თუკი ადამიანები ამ წესებს დაიცავენ, ისინი მიიღებენ ვიზებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა ელჩმა.