აქტუალური
ოლაფ შოლცი: უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრდება

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს.

2008 წელს ბუქარესტში ნატო-მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.