აქტუალური
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორად აფასებდნენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ჩვენი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ფასდებოდეს ის მოვლენები, რაც საქართველოში და ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ასევ მნიშვნელოვანია, რომ სწორად ფასდებოდეს ის ნაბიჯები, რაც საქართველოსთან მიმართებაში იდგმება და მნიშვნელოვანია, რომ სწორი შეფასებები გაკეთდეს და კეთდებოდეს მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან.

დღეს საქართველო რასაც მოელის, არის ის, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვექნება მეტი მხარდაჭერა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება მეტი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი მიზნები მიღწეული იყოს თუნდაც ევროკავშირთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, რომელიც შემდეგ უკვე ხდება სპეკულაციების საგანი ქვეყნის შიგნით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორად და კარგად აფასებდნენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მათი მხრიდან მეტ მხარდაჭერას და მეტ თანამშრომლობას მოველით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა წინა დღეს განაცხადა: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ“.