უცხოეთი
ჯო ბაიდენი - ლგბტქი თემის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან უსაფრთხოების საკითხით, მინდა, მივმართო მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს, გვიყვარხართ, გვესმის თქვენი

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ვიცი, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენელი ადამიანები შეშფოთებულები არიან მომავლისა და უსაფრთხოების საკითხით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიცი, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენელი ადამიანები შეშფოთებულები არიან მათი მომავლისა და უსაფრთხოების საკითხით. მინდა, მივმართო მთელ მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს, გვიყვარხართ, გვესმის თქვენი“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თეთრ სახლში ლგბტქი თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება ლგბტქი პრაიდის თვის აღსანიშნად გაიმართა.

1tv.ge