უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე მისი მოთხოვნა იყო.

მისივე თქმით, ეს მისი თხოვნა და „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოწოდება ბელარუსისთვის განხორციელდება 7-8 ივლისის შემდეგ.

interpressnews.ge