უცხოეთი
რიში სუნაკი - რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რაც უკრაინას მიაყენა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშკარაა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც მათ უკრაინას მიაყენა. ამიტომ, ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა გამოვნახოთ კანონიერი გზები რუსული აქტივების გამოსაყენებლად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში მიმდინარე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ ორშაბათს გამოაქვეყნა ახალ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვონ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.

ცნობისათვის, „უკრაინის აღდგენის კონფერენცია“ დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით, 21-22 ივნისს იმართება.

interpressnews.ge