პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ..-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს.

„ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას და ძალიან დიდი განსხვავებაა ხშირად ჩვენს პოზიციებში. სწორედ ამიტომ მოხდა მათი გამიჯვნა ჩვენგან. მე მინდა თქვენ გკითხოთ, რამდენად მისაღებია LGBT პროპაგანდა ბავშვებში. დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. კითხვა ხომ დამისვით, ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი, ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის მიუღებელი, მე ამაზე მითქვამს არაერთხელ, ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ.. აი ეს არის ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.